თქვენ იმყოფებით offline რეჟიმში. დაუკავშირდით ინტერნეტს რათა გამოიყენოთ ყველა ფუნქცია

კითხვები

რამდენი პროგრამა აქვს AutoCook Pro ან AutoCook- ს?
მთლიანობაში, AutoCook Pro (MUC88) აქვს 50, ხოლო AutoCook (MUC28) -ს 48 მომზადების პროგრამა. 16 ძირითადი პროგრამიდან, თითოეულს აქვს 3 პარამეტრი. გარდა ამისა, AutoCook Pro-ს აქვს 2 პარამეტრი Pressure Cooking-სთვის.
არსებობს აქსესუარები AutoCook- სთვის?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ცალკე თასი AutoCook მოდელისთვის. მას ასევე აქვს პრაქტიკული გამჭვირვალე თავსახურავი, რათა მარტივად მოათავსოთ საკვები მაცივარში.
რა უპირატესობა აქვს ორთქლის წნევას სწრაფად მომზადებისთვის?
სწრაფი მომზადების ფუნქცია საგრძნობლად ამცირებს მომზადების დროს. ორთქლი ვერ აღწევს დახურული სივრციდან, შედეგად კონტეინერში წნევის მატებასთან ერთად ტემპერატურა იმატებს საკვებშიც . კერძი მზადდება 60%-ით სწრაფად. სწრაფად მომზადება გულისხმობს მეტი ვიტამინისა და საკვები ღირებულების შენარჩუნებას. *მომზადების დრო წინასწარი გათბობის გარეშე MUC28-სთან ერთად.
როგორ გამოიდევნება ორთქლი ხელსაწყოდან მომზადების პროცესის შემდეგ?
წნევა მთლიანად გამოიდევნება მომზადების პროგრამის დასრულებისას. მანამდე, უსაფრთხოების მიზნით არ უნდა გაიხსნას თავსახური. სწრაფი მომზადების ფუნქციის დასასრულს, ეკრანზე გამოისახება P. AutoCook . The AutoCook უკვე იძლევა საშუალებას წნევა თანმიმდევრულად და ეტაპობრივად გამოიდევნოს. პროცესის დაჩქარება შეიძლება შუაში მოქცეულ ღილაკზე - pressure-lock დაჭერით.
არის თუ არა Quick cooker -ის გამოყენება უსაფრთხო?
AutoCook არის უსაფრთხო და აქვს რამდენიმე უსაფრთხოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფი მომზადების ფუნქციის უსაფრთხო ოპერაციის პროცესს. წნევის წარმოქმნასთან ერთად მოწყობილობა ავტომატურად იკეტება, მისი გახსნა შეუძლებელია კვლავ, მანამ სამან წნევა გარკვეულ დონემდე არ შემცირდება. მთავარი გამომრთველი კონტროლდება ელექტრონულად და ავტომატურად ირთვება პროგრამის დასრულებისთანავე. ამასთან, "AutoCook Pro" - ს აქვს უსაფრთხოების სარქველი, რომელიც საშუალებას აძლევს დარჩენილ წნევას გამოიდევნოს გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ.
ორთქლი გამოდის ორთქლსადენიდან, იმის მიუხედავად, რომ ფუნქცია ორთქლის წნევა ჩართულია.
ორთქლის გამოსადევნ განყოფილებაში სარქველი სწორად არ არის მოთავსებული. გამორთეთ მოწყობილობა დენის წყაროდან და დაელოდეთ მის გაგრილებას. გახსენით ორთქლის განყოფილების საფარი,
მოათავსეთ სარქვლის საცობი სწორად და მიჰყევით მოცემულ ინსტრუქციას: მოათავსეთ სარქვლის საცობი ორთქლსადენში და დააჭირეთ თეთრ ორთქლსადენის ბერკეტს სარქველის საცობის ქვეშ.
არ იწყება სწრაფი მომზადება ( fast-cooking) ორთქლის წნევასთან ერთად
მნიშვნელოვანია გვახსოვდეთ, რომ , რეცეპტების რაოდენობისა და ინგრედიენტების საწყისი ტემპერატურის გათვალისწინებით, პროგრამას შესაძლოა დასჭირდეს 10-20-წუთამდე,მანამ, სანამ შესაბამისი წნევა არ შეიქმნება. თუ მოწყობილობა ამ დროის გასვლის შემდეგ არ დაიწყებს სწრაფი მომზადების ფუნქციას, ამის მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი: სასურველი წნევის დონის მისაღწევად მინიმალური სითხის რაოდენობაა 250 მლ. ასევე დარწმუნდით, რომ სარქველის საცობი სწორად არის მოთავსებული მოწყობილობაში.
აქვს თუ არა ხელსაწყოს დაყოვნების ფუნქცია?
დიახ, AutoCook აქვს დაყოვნების ფუნქცია, რათა ისიამოვნოთ ახლად მომზადებული კერძით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ხანგრძლივობა გრძელდება შერჩეული მომზადების პროგრამის დაწყებამდე.
უსაფრთხოებისა და ჰიგიენური მოსაზრების გამო, ყველა პროგრამას არ გააჩნია ეს ფუნქცია.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Soft fry-ის პროგრამის დროს?
soft frying პროგრამით, ხორცის, თევზის, საკონდიტრო ნაწარმის და სხვა მოსამზადებისას ცხელ ზეთში, რეკომენდირებულია შესაწვავი კალათის გამოყენება. გაითვალისწინეთ, რომ ზეთის რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 1 ლიტრს. ასევე, ნუ გამოიყენებთ 300 გრამზე მეტ ცოცხალ ან გალმღვალ საკვებს. გათბობის ფაზის შემდეგ, აუცილებელია პროგრამის ხელახალი დადასტურება. AutoCook-ის პროგრამით გაყინული პროდუქტის გამოყენება შეწვისთვის რეკომენდირებული არ არის .
რა არის Sous Vide?
Sous vide არის ფრანგული სიტყვა და ნიშნავს ""მომზადება ვაკუუმში"".
ამ მიზნით საკვებს ადუღებენ ჰაერგაუმტარ სპეციალურ თერმულ სადუღ ტომარაში ვაკუუმ მოწყობილობით და ურევენ დაბალი დემპერატურის წყლის აბაზანაში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. AutoCook ინარჩუნებს სასურველ ტემპერატურას სტაბილურად და არ არსებობს გადახარშვის საშიშროება. როგორც წესი,საუკეთესო გემოს შესანარჩუნებლად , საკვებს წვავთ მაღალ ტემპერატურაზე მოკლე დროით.
როგორ გამოვიყენო Steam cooker?
თუ გსურთ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, ხორცი ან თევზი, გამოიყენეთ Steam cooker. ერთდროულად შეგიძლიათ სხვადასხვა კერძის მომზადება ორდონიანი სადგამის გამოყენებით. (მაგ: ზედა ფენაზე მოათავსეთ თევზი, ხოლო ქვედა ფენაზე - ბოსტნეული) ქილაში წყლის დონე არ უნდა აღემატებოდეს 0.5 ლიტრს. რაოდენობის განსასაზღვრად ქილაზე გამოსახულია საზომი შკალა. გამოიყენეთ ქვედა ფენა საკვების მოსათავსებლად, აირჩიეთ ორთქლით წვის პროგრამა და დააჭირეთ დაწყებას.
აქვს თუ არა ხელსაწყოს თბილად შენახვის ფუნქცია?
თუ მომზადების პროგრამა მოიცავს თბილად შენახვის ფუნციას, ის ავტომატურად გააქტიურდება მომზადების პროგრამის დასრულებისთანავე და შეუნარჩუნებს სითბოს კერძს 10 საათის განმავლობაში დაახლოებით 40 ° C-ზე. (წინასწარ თბილად შენახვის ფუნქციის დრო დამოკიდებულია მომზადების პროგრამაზე)
ზოგადი რჩევები
იმისათვის, რომ მაქსიმალური და დამაკმაყოფილებელი შედეგი მიიღოთ, რეკომენდირებულია ჩვენი რეცეპტების წიგნში მოცემული რჩევების გათვალისწინება, რომელიც მორგებულია ამ მოწყობილობაზე. რეცეპტის წიგნში ნახავთ ინგრედიენტების საჭირო რაოდენობას, რეკომენდაციებს მომზადების ტემპერატურასა და ფუნქციებისათვის, ორთქლით წვის ფუნქციებს, ასევე მომზადების სასარგებლო კომბინაციებს დეტალურად. გაითვალისწინეთ ეს რჩევები პირველი გამოყენებისას, ეს გაგიმარტივებთ მომზადების პროცესს და აუცილებლად ისიამოვნებთ ახალი რეცეპტებითა და გამოცდილებით. გამოიყენეთ ინდივიდუალური პარამეტრები, რომელსაც მოწყობილობა გთავაზობთ.
რა ტემპერატურის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა მოწყობილობა?
მოწყობილობა უზრუნველყობს ტემპერატურის ცვლილებას 40 ° C-160 ° C.-მდე. ფუნქცია Sous Vide-სთვის შესაძლებელია ტემპერატურის დარეგულირება 5 ° C - 2 ° C-მდე.
რას გულისხმობს AutoCook-ის multi step პროგრამა (მომზადების პროგრამა სხვადასხვა მომზადების ფაზებისთვის)?
AutoCook სპეციალურად შეიმუშავა მრავალპროფილიანი პროგრამა, რომელიც შედგება რამდენიმე მომზადების ფაზისგან, რათა უკეთეს შედეგს მიაღწიოთ. მომხმარებლს არ უწევს მოწყობილობასთან მორგება, რადგან პროგრამა ავტომატურად ხორციელდება. ყოველი ფაზის შემდეგ მოწყობილობა გამოსცემს სიგნალს, რომ აუცილებელია შემდგომი ფაზის დაწყება დადასტურებით. AutoCook ავტომატურად ადგენს ტემპერატურას და დროს. თუ გსურთ გამოტოვოთ ერთი ფაზა, რადგან კერძის შედეგი დამაკმაყოფილებელია, შეგიძლიათ გამოტოვოთ მომდევნო ეტაპი დადასტურების ღილაკზე ხარგრძლივი დაჭერტით.
როგორ შევინახო ჩემი საყვარელი რეცეპტები?
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეინახოთ თქვენი საყვარელი რეცეპტები ან ძირითადი რეცეპტები, რომლებიც შეგიძლიათ რეგულარულად დაამატოთ უკვე არსებულს, როგორც რეცეპტი 1 და რეცეპტი 2. შეარჩიეთ რეცეპტი 1 ან 2 პროგრამის ასარჩევი ღილაკის საშუალებით, დრო და ტემპერატურა რეცეპტის შესაბამისად დარეგულირდება, შემდეგ კი დააჭირეთ დასადასტურებელ ღილაკს. პროგრამის გამოყენებას ხელახლა მარტივად შეძლებთ პროგრამის მეხსიერების წყალობით. მეხსიერების ადგილები შეიძლება გადაწერილი იყოს თავიდან როგორც ხშირად, ისე ახალი პარამეტრებით.
მე არ ვარ კმაყოფილი შედეგით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
მომზადების შედეგი დამოკიდებულია ინგრედიენტებზე და არა მოწყობილობაზე. -თუ კერძი მოუმზადებელია, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს წყლის არათანაბარი რაოდენობით ინგრედიენტებთან თანაფარდობაში. მიაქციეთ ყურადღება რაოდენობებს რეცეპტების წიგნში ან აპლიკაციაში. თუ მომზადების პროცესში გრძნობთ, რომ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, გაზარდეთ მომზადების დრო ან დაარეგულირეთ ტემპერატურა.
რა არის მოწყობილობის გაწმენდის საუკეთესო გზა?
საუკეთესო შედეგის მისაღწევად,მოწყობილობა გამოყენებამდე გაწმინდეთ. მარტივად გაწმენდისთვის მოწყობილობის ნაწილები მოათავსეთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში: ქილა, კონდენსაციის კონტეინერი, შესაწვავი კალათა, ორთქლით წვის მოწყობილობები, აქსესუარები და ჭიქა საზომით. შემდეგი ნაწილები გაწმინდეთ ხელით: მოსახსნელი საფარი, დამჭერი.
ჩემი მოწყობილობის ეკრანზე გამოსახულია შეტყობინება
OPEN
წნევის ჩამკეტი თავსახური დახურულია ორთქლით მომზადების ფუნქციის ჩართვის გარეშე. გახსენით წნევის ჩამკეტი თავსახური, რათა გამორთოთ ორთქლით მომზადების ფუნქცია.

CLOSE
წნევის ჩამკეტი თავსახური ისევ გააქტიურებულია ორთქლით მომზადების ფუნქციისას. დახურეთ წნევის ჩამკეტი თავსახური, რათა გაააქტიუროთ ორთქლით მომზადების ფუნქცია.

E1~E6
"მოწყობილობაზე ""Fault"" გამოისახა. გთხოვთ შეაჩერეთ მოსამზადებელი პროგრამა და გამორთეთ მოწყობილობა დენის წყაროდან. შემდეგ ხელახლა ჩართეთ, თუ პრობლემა არ გამოსწორდა, დაუკავშირდით მომხმარებელთა მომსახურების სერვის ცენტრს.

E0
მოწყობილობა ვერ აღიქვამს ქილას ან სხვა ქილა მოათავსეთ. გთხოვთ, მოარგეთ ქილა სწორად, თუ 20 წამში ხარვეზი არ გამოსწორდა, გამორთეთ ხელსაწყო დენის წყაროდან და მიმართეთ მომხმარებელთა მომსახურების სერვის ცენტრს.

E1
ორთქლით წვის ფუნქცია გამართულად არ მუშაობს. გამოაერთეთ ხელსაწყო დენის წყაროდან და გადატვირთეთ. თუ ხარვეზი არ გამოსწორდა, დაუკავშირდით მომხმარებელთა მომსახურების სერვის ცენტრს.

E12
მაღალი ტემპერატურის პროგრამის შერჩევისას (მაგ. ცხობა ) შეუსაბამო ინგრედიენტებია მოთავსებული (მაგ. წყალი). პროგრამა წყვეტს მუშაობას. გაასუფთავეთ ქილა, გაწმინდეთ და გამოიყენეთ სწორად ( მაგ: ზეთი Soft fry პროგრამისთვის ). პროგრამის მიხედვით, დატოვეთ სახურავი ღია.
The AutoCook აპლიკაცია იყენებს cookies რათა საიტმა იმუშაოს გამართულად. მეტი ინფორმაცია გასაგებია